მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ეკლესიას და ტრადიციებს, ჩვენი მთავარი მოვალეობა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა – გიორგი გახარია

საგანგებო მდგომარეობა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება.

„მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ეკლესიას და ჩვენს ტრადიციებს, ჩვენი მოვალეობაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სიცოცხლე, რათა შევქმნათ უსაფრთხო გარემოს პირობები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივეა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომუნიკაციაში პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა გახარიამ.

გუშინ სინოდის სხდომა გაიმართა სადაც მღვდელმთავრებმა ზიარების წესის შეცვლა საჭიროდ არ ჩათვალეს. სასულიერო პირების განცხადებით, ზიარების წესში ეჭვის შეტანა გამორიცხულია, ეკლესიებში კი, მსახურების გახმოვანება მოხდება, რათა არ იყოს სიმჭიდროვე.

ჟურნალისტის კითხვაზე, დღეს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ხომ არ უკავშირდება გუშინ წმინდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გახარიამ აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილება თეორიულად ორი დღის წინ იყო მომზადებული.

“მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა.”

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button