იუნანის პროვინციაში, სპილოებმა 30 ლიტრი სიმინდის ღვინო დალიეს,შემდეგ კი ჩაის პლანტაციაში ჩაეძინათ

ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, იუნანის პროვინციაში, სპილოებმა ერთ-ერთ სოფელში 30 ლიტრი სიმინდის ღვინო დალიეს.

გამოცემა Mirror-ის ცნობით, სპილოები საკვებს ეძებდნენ, როდესაც ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში სიმინდის ღვინო აღმოაჩინეს.

სოფლის მცხოვრებლის, ლი ბას განცხადებით, სპილოებმა 30 ლიტრი სიმინდის ღვინო დალიეს, შემდეგ კი ჩაის პლანტაციაში ჩაეძინათ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button