გორის ჰოსპიტალში კორონავირუსით 2 პაციენტია მოთავსებული

დღეს გამოვლენილი 3 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტი გორის ჰოსპიტალში მკურნალობს.  როგორც სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი დავით ბარლიანი აცხადებს, ლუგარის ლაბორატორიაში 11 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც ვირუსის დადასტურების 2 შემთხვევა გამოვლინდა.

ორივე ინფიცირებული 20-დან 25 – წლამდეა. ისინი საფრანგეთიდან სხვადასხვა დროს ჩამოფრინდნენ.

დავით ბარლიანის განცხადებით, პაციენტებს სოციალური კონტაქტები არ ჰქონიათ, რადგან პირველი ინფიცირებული იუნკერი საქართველოში 16 მარტს ჩამოფრინდა და მაშინვე კარანტინში იქნა გადაყვანილი, ხოლო სიცხის დაფიქსირების შემდეგ, 18 მარტს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მეორე ინფიცირებული, ახალგაზრდა ქალი აეროპორტიდან პირდაპირ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში საეჭვო ეპიდანამნეზის მქონე 59 პირს აკვირდებიან.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button