კორონავირუსით 3 ახალი ინფიცირებული ამერიკიდან დაბრუნებული ოჯახია

დღეს საქართველოში კორონავირუსით დაავადებულების რიცხვი 43-მდე გაიზარდა. აქედან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და ბინაზეა გაწერილი.

ბოლო სამი ინფიცირებული, როგორც ირკვევა, ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. ცოლ-ქმარი შვილთან ერთად, ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს გადაიყვანეს.

მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 43-ს შეადგენს. სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 271 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1925 პირია მოთავსებული

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button