,,პერსონას“ საზეიმო მიღებისა და წარდგენის ცერემონიალს ელიტური რესტორანი “სამი საუკუნე” უმასპინძლებს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია “პერსონა” წარმოგიდგენთ პროექტის მხარდამჭერსა და ,,ბრენდ პერსონა 2020“ ტიტულზე წარდგენილ მაღალი სტანდარტების, ელიტურ რესტორან ,,სამ საუკუნეს” , რომელიც ამა წლის 11 ივნის ,,პერსონას“ საზეიმო მიღებისა და წარდგენის ცერემონიალს უმასპინძლებს.

პროექტის მენეჯმენტი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის რესტორნის ადმინისტრაციას.

რესტორანი „სამი საუკუნე“ 11 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სარესტორნო სფეროში. ის მდებარეობს თბილისის ულამაზეს უბანში – ორთაჭალაში, რითაც ყოველთვის ექცევა ტურისტების ყურადღების ცენტრში. რესტორნის სახელწოდება პირდაპირ კავშირშია მის ინტერიერთან. აქ სტუმრობისას დაგხვდებათ სხვადასხვა საუკუნის (XIX, XX და XXI) შესაბამისი დიზაინით გაფორმებული ულამაზესი დარბაზები. რესტორანი აღჭურვილია უახლესი დანადგარებით და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით.

„სამი საუკუნე“ ცნობილია, როგორც მაღალი კლასის რესტორანი, რაც განაპირობა წლების გამოცდილებამ და მომხმარებლის უმაღლესმა შეფასებამ. რესტორანს შეუძლია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურება საქორწილო, საბანკეტო, კორპორატიულ და სხვა სახის წვეულებებზე; ასევე ფურშეტებზე, როგოც რესტორანში ისე გასვლითი მომსახურებით. რესტორანს შეუძლია გაუმასპინძლდეს 450-მდე სტუმარს.

„სამი საუკუნე“ გამოირჩევა გასართობი პროგრამითაც. ყოველ საღამოს, იმართება კონცერტები ქართული (ქალაქური და საესტრადო) და უცხოური რეპერტუარით. ასევე ექსკლუზიურად „სამ საუკუნეში“ იხილავთ განუმეორებელი „შოუ ბალეტი“-ს ცეკვებს, რომლებიც დაუვიწყარს გახდის თქვენს საღამოს.

ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ყველა ერთგულ სტუმარს და გელით ყოველ დღე.
რესტორანი „სამი საუკუნე“ – ჩვენ ვზრუნავთ თქვენს განწყობაზე!

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button