კორონავირუსმა იტალიაში უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე ჩინეთში

ახალი კორონავირუსით იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვმა,  ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა. ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

დაავადების გამო იტალიაში 3405 ადამიანი გარდაიცვალა, ჩინეთში კი მსხვერპლის რაოდენობა 3245-ს შეადგენს.

იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 12 მარტს ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. მოსახლეობას მოუწოდებენ, სახლებში დარჩნენ.

მიუხედავად მიღებული ზომებისა, ინფიცირებისა და გარდაცვალების რაოდენობა მუდმივად იზრდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button