მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ტელევიზიებისთვის საერთო სიგნალის მიწოდებას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს.

„ჟურნალისტების დაცულობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს პირველ არხს, საზოგადოებრივ მაუწყებელს.

საქართველოს პირველმა არხმა მოგვცა იმის საშუალება, რომ თითოეულმა მაუწყებელმა საერთო სიგნალი მიიღოს და გაავრცელოს“,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე, ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება, წინასწარ მიაწოდონ კითხვები მთავრობის პრესსამსახურს.

„ოპერატიულ რეჟიმშიც შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა და მზად ვართ, თქვენის ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხოთ“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button