თურქეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაღუპული 89 წლის პაციენტია. ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 98 შემთხვევაა გამოვლენილი.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. კრიტიკულია ვითარება იტალიაში, ბოლო ერთ დღეში გარდაცვალების 350 და დაინფიცირების 2500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.  ირანში, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაცვალების 135 ფაქტი დაფიქსირდა. 533-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში, საფრანგეთში კი საერთო ჯამში 175 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსი გავრცელდა ამერიკის 50-ივე შტატში. დღეიდან კარანტინი გამოცხადდა ბელგიაში, კოლუმბიაში და ბოლივიაში. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მოლდოვამ. პანდემიის გამო 30 დღით იკეტება ევროკავშირის საზღვრები. შესაძლოა მიმოსვლა შეიზღუდოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორისაც.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button