საქართველოს მადლობის ტაში ექიმებს

მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივით, ექიმებისადმი მადლიერების ნიშნად, აქცია სახელწოდებით „მადლიერების ტაში“ გაიმართა. საქართველოში ზუსტად 21:00 საათზე მოქალაქეებმა ექიმებისადმი მადლიერება აპლოდისმენტებით გამოხატეს. მათ აივნებიდან ტაშით გაამხნევეს ექიმები, მთელი სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ზრუნავენ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button