სადაც მგზავრების მოჭარბებული რაოდენობაა, ავტობუსები იქნება დამატებული“ -ეკატერინე ტიკარაძე

პრემიერ-მინისტრის დავალებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით მიკროავტობუსებით გადაადგილება აიკრძალა. მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი – მეტრო და ავტობუსები ემსახურება. ამის მიუხედავად, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს პრობლემები შეექმნა.

მოქალაქეები რომლებსაც ყოველდღიური გადაადგილება უწევთ ამბობენ, რომ ავტობუსების რაოდენობა საკმარისი არ არის და ვერც დროულად ახერხებენ დანიშნულების ადგილამდე მისვლას. გარდა ამისა, ისინი შიშობენ, რომ მგზავრების დიდი რაოდენობის გამო, ინფექციის გავრცელების რისკი შემცირების ნაცვლად მომატებულია.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ტიკარაძის თქმით, ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად, იმ მონაკვეთებზე, სადაც მგზავრების მოჭარბებული რაოდენობაა, ავტობუსები დაემატება.

„სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური დისტანცირება – ეს არის ყველაზე ეფექტური ხერხი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ოჯახის წევრები ვირუსის გავრცელებას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ სტატისტიკას, თუ როგორი ნაკადები არის მუნიციპალურ ტრანსპორტში. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმ რეგიონებში და იმ მონაკვეთებზე, სადაც მგზავრების მოჭარბებული რაოდენობა შეინიშნება, ავტობუსები იქნება დამატებული“ ,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button