საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კარანტინში 1130 ადამიანი იმყოფება

“.კოვიდ – 19” – ის ქართული სტატისტიკა დღეისათვის ასე გამოიყურება: 38 დადასტურებული შემთხვევა,  კარანტინში – 1130 , ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 81 ადამიანი იმყოფება.

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე  -stopcov.ge მონაცემები ახლახან განახლდა. მანამდე საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა იყო. აქედან, ერთი გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფო დატოვა.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავდმყოფოში ახალი ინფიცირებულები პაციენტებიდან მხოლოდ 2 წევს, მათ კორონავირუსი გუშინ, 17 მარტს, დღის მეორე ნახევარში დაუდასტურდათ. ეზუგბაიას განცხადებით, მისთვის უცნობია რომელ საავდმყოფოშია კიდევ 2 ინფიცირებული პაციენტი.

ექიმის ინფორმაციით, 38 ინფიცირებულს შორის 4 ბავშვია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

17 მარტს მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციებიც გაავრცელა. პრემიერმა კი ხაზი გაუსვა, რომ მათი შესრულება სავალდებულოა.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button