საქართველოში ნალექიანი ამინდი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება

საქართველოში თოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

მათივე ცნობით, 17-18 მარტს დედაქალაქში თოვა და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. მთელი საქართველოს მასშტაბით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცლდება. მოსალოდნელია მაღალ მთაში თოვლი, ბარში კი თოვლჭყაპი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნოით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსები 19 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით გამოდარებას ელოდებიან.

ინტენსიური თოვის გამო მთიან ზონებში, გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button