სასულირო პირები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძრიდან დაიძრნენ.

სასულიერო პირების თქმით, ქვეყანას დედა ღვთისმშობელი იცავს და კორონავირუსი საქართველოს ვერ მოერევა.

“დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ქრისტიანისთვის. დღეს არის დიდი ზეიმი. ჩვენ არანაირი კორონასი არ გვეშინია, ჩვენ გვიცავს დედა ღვთისმშობელი. ჩვენ გვახარებს ის და ყოველი კორონა დამარცხდება, როცა ქართველი ერი ერთად დადგება, გაძლიერდება და ლოცვას ერთდ აღავლენს. ნაკურთხი წყლის მადლი გეწეოდეთ,”- ამბობს სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი გაბრიელ ჯიქია.

“მამაოები გადაადგილდებიან სპეციალური მანქანებით და მოხდება ქუჩების კურთხევა და მოსახლეობის ხატებით დალოცვა. ამით გამოვხატავთ ეკლესიის როლს, რომ ლოცვით და ერთმანეთის პატივისცემით ყველაფერი კარგად იქნება და არ უნდა ავყვეთ პანიკას,”-ამბობს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანის” პრეზიდენტი – კოტე სვანაძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button