ესპანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით თითქმის ორი ათასი ადამიანი დაავადდა, 150 კი გარდაიცვალა

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით თითქმის ორი ათასი ადამიანი დაავადდა, გარდაიცვალა 150 პაციენტი.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ელ პაისი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ესპანეთში კორონავირუსის 11 178 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

სულ გარდაცვლილია 491 ადამიანი, 563 პაციენტი ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება.

დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა (43 პროცენტი) მადრიდში გამოვლინდა.

გასულ კვირას კორონავირუსის გამო ესპანეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button