გახარია – შესაძლებელია მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები მაღაზიებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებზე

შესაძლებელია, მოგვიწიოს და ალბათ კიდევ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ისეთ ადგილებში როგორებიცაა – მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„ჩვენი ამოცანა მარტივია – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, რათა ჩვენ ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი საშუალება და დრო უკვე ინფიცირებულ ჩვენს თანამოქალაქეებს უმკურნალონ მაქსიმალურად ეფექტურად“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც დავდგეთ.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჯანდაცვის სისტემას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მათზე ზეწოლა და მიმართვიანობა არ იყოს პიკური, არამედ, იყოს პლატოსებური. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ის ხარისხობრივი ცვლილება მენეჯმენტში, რაც უნდა მოხდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც დავდგეთ, ისევე როგორც შეიძლება დავდგეთ ისეთი გამოწვევის წინაშეც, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობა“, – განაცხადა პრემიერმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button