გახარია – კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ მთავრობის რეკომენდაციები სავალდებულოა, ეს არის ქვეყნის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობა

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს, რომ რეკომენდაციები, რომელიც გაიცემა მთავრობის მიერ, არის სავალდებულო შესასრულებლად, ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად თითოეული მოქალაქის სამოქალაქო პასუხისმგებლობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

პრემიერის განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა გლობალურ გამოწვევასთან გასამკლავებლად ყველამ ერთად უნდა იმუშაოს.

„ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. უნდა გვესმოდეს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. უკლებლივ ყველა უნდა მოექცეს თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ რეკომენდაციები, რომელიც გაიცემა მთავრობის მიერ, არის სავალდებულო შესასრულებლად, ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ყველა ერთად გავუმკლავდეთ ამ გლობალურ გამოწვევას და არ არის პანიკის საფუძველი. როგორც იმპორტირებისა და შეჩერების ეტაპზე ეფექტურად ვიმოქმედეთ, იგივენაირად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გავრცელების ეტაპზეც შესაბამისი პასუხი გავცეთ იმ გამოწვევებს, რომელიც იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button