“მადლიერების ტაში” ქართველი ექიმების გასამხნევებლად – აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ გაიმართება

18 მარტს, 21 საათზე, მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და “სექტორ 3”- ის ორგანიზებით “მადლიერების ტაშის” აქცია ჩატარდება.

ერთსა და იმავე დრო,ს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევებენ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს.

“ეს არის მადლიერების აქცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთი მხრივ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღირებას, მეორე მხრივ კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით.

ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

ერთად ვუთხრათ მადლობა სამედიცინო პერსონალს ჩვენს ჯანმრთელობაზე დაუღალავი ზრუნვისთვის და ჩვენივე აივნებიდან, მათ ერთად დავუკრათ ტაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button