კორონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან 12-ს პნევმონია აქვს, ვვარაუდობთ, რომ ყველა მათგანი გამოჯანმრთელდება – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულ 12 პაციენტს პნევმონია აღენიშნება.
მისივე თქმით, აქედან ოთხი პაციენტი ითვლება პრობლემურად.

„12 პაციენტს აქვს ამჟამად პნევმონია, თანდათან ჩნდება პნევმონია. ამ ინფექციას ახასიათებს დამძიმება, რადგან ვირუსის გამრავლება გრძელდება ორგანიზმში. 12-ს აქვს პნევმონია, ოთხს ვთვლით პრობლემურად, მაგრამ პირველი, ვინც ყველაზე მძიმე იყო და ვისიც გვეშინოდა არ მინდა ვთქვა, მაგრამ ვისთანაც ფრთხილად ვიყავით, მან გაიარა სიმძიმის პიკი და წავიდა გაუმჯობესებისკენ. დანარჩენი სამი შედარებით მძიმეა და ვვარაუდობთ, რომ ყველა შემთხვევა ჩვენთან გამოჯანმრთელებით დამთავრდება“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება საჩხერეში მყოფ პაციენტებს, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ. დამაკმაყოფილებელია ბავშვების მდგომარეობაც.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button