თბილისში კატასტროფის ბრიგადის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა, დაშავებულია მედპერსონალი

თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის ბრიგადის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა. დაშავებულია მედპერსონალი.

ავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში, რობაქიძის გამზირზე გამთენიისას მოხდა. ბრიგადა აეროპორტში გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც მათ სავარაუდოდ დისტრიბუციის ავტომანქანა დაეჯახა. დაშავდნენ მძღოლი, ექიმი და ექთანი. ექიმს თავის ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები აქვს, მძღოლისა და ექთნის მდგომარეობა კი მსუბუქია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button