სავაჭრო ობიექტების მომარაგების პრობლემა არ არსებობს – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სავაჭრო ობიექტებში მარაგის თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს და ამბობს, რომ პროდუქტების მიწოდება სავაჭრო ქსელებისთვის ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

„გუშინ შევხვდი სავაჭრო ობიექტებს, მათ შორის სასურსათო სავაჭრო ობიექტებს, ქსელურ მაღაზიებს. ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე. დავრწმუნდით იმაში, რომ არსებობს ჩვეულებრივი მარაგი ქვეყანაში. გავიარეთ მთელი ლოგისტიკური ჯაჭვი მიწოდების. მინდა, დაგარწმუნოთ რომ რაიმე წუხილის საფუძველი ამ კუთხით არ არსებობს, რადგან მაღაზიები მარაგდება ჩვეულებრივ რეჟიმში. ძალიან ხშირად ივსება მათი საწყობები. მოწოდება საქონლის მათ შორის პირველადი მოხმარების საქონლის ხდება უწყვეტად. რაიმე წუხილის, ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს.
მინდა, ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგი არ შეწყდება. მარაგი ყოველდღიურად ახლდება, მომარაგების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არის.

ჩვენ შევზღუდეთ მგზავრების შემოსვლა ქვეყანაში, მაგრამ რაც შეეხება სასაქონლო მარაგების და ტვირთების შემოსვლას, ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ამაზე მთლიანად რეგიონის ქვეყნები ვართ თანხმობაში და კოორდინაციაში. წუხილის რაიმე საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button