საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ, მაგრამ ამის აუცილებლობა შეიძლება დადგეს ხვალ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ღონისძიებები, რაც საქართველომ გაატარა, არ ნიშნავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს აქვს რესურსი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მოქალაქეებისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გარეშე უპასუხოს მსგავს გამოწვევას. თუმცა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა მდგომარეობა შეიცვალოს.

„ რამდენიმე კვირაა ეს ღონისძიებები უკვე დაწყებული გვაქვს . ჩვენ ვამბობთ, რომ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად ახალი გამოწვევების პირობებში ღონისძიებებს ვამკაცრებთ და მათი გამკაცრება კიდევ მოგვიწევს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ, მაგრამ შეიძლება, ამის აუცილებლობა დადგეს ხვალ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებები ჩვენ დიდი ხანია გამოცხადებული გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button