ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button