სასამართლოში დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების საქმეზე, პირველი სხდომა გაიმართება.

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შუამდგომლობით სასამართლოს, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მიმართა.

პროცესზე მოწმის სახით, იმ ექსპერტების დაკითხვა იგეგმება, რომლებიც მამალაძის ექსპერტიზის დასკვნის შედგენაში იღებდნენ მონაწილეობას.

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის მდგომარეობა უარესდება, რასაც არაერთი დასკვნა ადასტურებს.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ამის გამო შევიტანეთ შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში. ვფიქრობთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არავინ ჩაერევა, აუცილებლად უნდა მოხდეს გადავადება. ის ცუდად არის და დაწესებულებაში მისი მკურნალობა ვერ ხერხდება“, – აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button