ოკუპანტებმა აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი მეორედ გაიტაცეს

ოკუპანტებმა აძვის მკვიდრი გაიტაცეს. ელდარ გუნდიშვილის უკანონო დაკავებას სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის უკვე მეორედ დააკავეს.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი და სტუმრად მყოფი თბილისის მკვიდრი თეიმურაზ კაზიევი 7 აპრილს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და მეორე დღეს გაათავისუფლეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button