იტალიიდან დაბრუნებული გოგონა, მაღალი ტემპერატურით ფოთიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ

ფოთის რეფერალური საავადმყოფოდან 18 წლის გოგონა, შემდეგი დაკვირვებისა და გამოკვლევების მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოში გადმოჰყავთ.

საავადმყოფოს მენეჯერი – თეა მიგინეიშვილი – აცხადებს, რომ პაციენტი ბოლო 2 კვირის განმავლობაშიო იტალიაში იმყოფებოდა. საქართველოში ჩამოსვლიდან 2 დღეში თავი შეუძლოდ იგრძნო, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, რის შემდეგაც კლინიკას მიმართა.

ამ დროისთვის გოგონა იზოლირებულია და სპეციალური ეკიპირებით დაკომპლექტებული  ბრიგადა უახლოეს საათებში ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, ოფიციალურად დადასტურდა.  ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ ირანიდან დაბრუნდა. მამაკაცი 50 წლისაა და მინისტრის განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს განაცხადა, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

ავტორი: მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button