დონალდ ტრამპმა CNN კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის ცუდად წარმოჩენაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNN კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის რაც შეიძლება ცუდად წარმოჩენაში დაადანაშაულა.

„დაბალი რეიტინგების მქონე „ფეიკ ნიუს“ MSDNC და CNN ყველაფერს აკეთებენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინონ, მათ შორის ბაზრებზე პანიკა ატეხონ. არაფრის მაქნისი დემოკრატების მსგავსად მხოლოდ ლაყბობენ და არაფერს აკეთებენ. აშშ მშვენიერ ფორმაშია!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

გუშინ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ამერიკელები ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით გააფრთხილა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ამერიკელები მზად უნდა იყვნენ სკოლების დახურვისთვის, სპორტული ღონისძიებების, კონცერტებისა და საქმიანი შეხვედრების გაუქმებისთვის იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსი ქვეყანას მოედება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button