აშშ-ში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა

აშშ-ში, ქალაქ მილუოკიში, ლუდსახარშის შენობაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა.

გამოცემის ინფორმაციით, 51 წლის კაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ამავე კომპანიის თანამშრომელი იყო. თავდასხმა ადგილობრივი დროით 2 საათზე განხორციელდა. კაცი კომპანიის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

დაიღუპა 5 ადამიანი. თავდამსხმელმა კი სავარაუდოდ თავი მოიკლა. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც თავდამსხმელს „ბოროტი მკვლელი“ უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button