სროლა გურჯაანში – დაუდგენელმა პირებმა საავადმყოფო დაცხრილეს

ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ პალატის მიმართულებით ისროლეს, სადაც ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოსული მალხაზ ბადუაშვილი იყო მოთავსებული. ბადუაშვილი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ინციდენტამდე კონფლიქტი თანასოფლელებთან ჰქონდა, რა დროსაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ბადუაშვილი დაშავდა.

ამ ვერსიას უარყოფენ, ბადუაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც მედიასთან არ კონტაქტობენ.კომენტარი არც საავადმყოფოს ადმინისტრაციას გაუკეთებია.

გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.​

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button