მთავარისაზოგადოებასაბაჟოდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი კაცი გადაიყვანეს

საბაჟოდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი კაცი გადაიყვანეს

ცოტა ხნის წინ, ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით, საბაჟოდან ორი კაცი გადაიყვანეს. ადგილზე ასევე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

ამ დროისთვის, არც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და არც ექიმები კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ცოტა ხნის განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯანმომ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად 8გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

პოპულარული სიახლეები