ვოლსკი – სამწუხაროდ, გარედან უფრო საღად, ჯანმრთელად და პროქართულად გვაფასებენ, ვიდრე ქვეყნის შიგნით

ევროპის 2019 წლის „თავისუფლების ბარომეტრში“ საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე კომენტირებისას გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსგავსი მაჩვენებელი საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოს პოზიციებს ამყარებს და ნებისმიერ პარტიას ამაზე მხოლოდ დადებითი შეფასება შეიძლება ჰქონდეს, რაც ასე არ ხდება.

„კვირა არ გადის, რომ რაიმე საერთაშორისო დონეზე არ გაჟღერდეს საქართველოს მოწინავე რიგებში ყოფნის ინფორმაცია. მთელი ძალისხმევა, მათ შორის ოპოზიციის, მათ შორის მართული მედიის, მიმართულია იქითკენ, რომ ეს მაჩვენებლები იქნას გადაფარული სხვადასხვა სკანდალური განცხადებებით და ინფორმაციებით. არათუ სერიოზული მაჩვენებელია, არამედ საქართველოს პოზიციებს ამაგრებს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე ნებისმიერი ეს მაჩვენებელი – ეკონომიკური თავისუფლება, სასამართლო თავისუფლება, მედიის თავისუფლება და უამრავი სხვა რამ, მათ შორის ბიზნესის თავისუფლება, რაც საქართველოს პერსპექტივას ხსნის მომავლისკენ. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება ყველა პარტიას ჰქონდეს, არის მხოლოდ დადებითი. სამწუხაროდ, ეს არ ხდება. სამწუხაროდ, გარედან უფრო კარგად, უფრო საღად, უფრო ჯანმრთელად და უფრო პროქართულად გვაფასებენ, ვიდრე შიგნით ხდება ასეთი შეფასებების გაკეთება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ევროპის 2019 წლის „თავისუფლების ბარომეტრში“ საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა და 27-ე ადგილზე გავიდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button