ვიეტნამში კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

ვიეტნამში კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინტერნეტ პორტალ „ვიენ ექსპრესის“ ცნობით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 16 პაციენტი, რომელთაც „კოვიდ-19“ დიაგნოზი დაუსვეს, სრულად გამოჯანმრთელდა და სახლებში დაბრუნდა.

ვიეტნამში კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევები 13 თებერვლის შემდეგ არ აღურიცხავთ.

ერთ-ერთი ბოლო პაციენტი, რომელიც ვიეტნამის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს, სამი თვის გოგონაა, რომელსაც ვირუსი ბებიისგან გადაედო. მკურნალობის დროს ჩვილთან ერთად იმყოფებოდა დედაც, რომელიც ბავშვს უვლიდა, თუმცა მას ვირუსი არ გადაეცა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button