ბათუმის სტადიონის გარე განათების მონტაჟი დასრულდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულებულია. ამჟამად, განათება სატესტო რეჟიმშია ჩართული და დეტალურ შემოწმებას გადის, ფოტოებს შპს “სტადიონი” ავრცელებს.

განათების პროგრამული და ტექნოლოგიური მოცემულობა საშუალებას იძლევა, სტადიონის გარე ფასადი  სხვადასხვა სახითა და ფორმით განათდეს.

საერთო ჯამში, ბათუმის ახალ სტადიონზე სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და არენა ზაფხულის დასაწყისში გაიხსნება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button