99 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან-იუნკერთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობაა

1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და მსოფლიოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

დილიდან ხალხმრავლობაა იუნკერთა მემორიალთან. ადგილზე, დილიდან მიდიან მთავრობისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“სამწუხაროდ თითქმის ერთი საუკუნის შემდგომ ჩვენ კიდევ გვიწევს ბრძოლა იმისათვის, რომ რუსეთმა დეოკუპაცია მოახდინოს, მაგრამ განსხვავებით 1921 წლისა ეს ქვეყანა არის დღეს შემდგარი. მას გვერდში ცივილიზებული სამყარო უდგას გვერდში. ჩვენს მხარეზეა სიმართლე და თავისთავად ცხადია, რომ ჩვენი ძალა მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის სიყვარულში,” – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

“თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში დღესაც გრძელდება და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ვალია ამ დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნის წინაშე დავიცვათ თავისუფლება, რომლის დაკარგვაც, 1921 წელს ძალიან ძვირი დაუჯდა არაერთ თაობას.” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა.

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button