სასტიკი მკვლელობა თბილისში – 19 წლის ბიჭმა, მძინარე დედა და ბებია, ნაჯახით დახოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ბებია – 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა – 1974 წელს დაბადებული თ.ზ. თბილისში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით დახოცა.

შსს-ს განცხადებით, პოლიციელებმა ბრალდებული, 2001 წელს დაბადებული მ.ზ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

19 წლის ახალგაზრდას, მეზობლები მშვიდ პიროვნებად ახასიათებენ. როგორც ისინი ამბობენ, არაფერი იცოდნენ ოჯახში არსებული კონფლიქტის შესახებ.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button