დედისა და ბებიის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი

თბილისში, ზაზაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის შესახებ პოლიციას დანაშაულში ეჭვმიტანილმა აცნობა. მეზობლების ინფორმაციით, ბიჭს დედასთან და ბებიასთან კონფლიქტი არ ჰქონდა. ოჯახს ბინა ნათესავმა დაუთმო, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება.

თბილისში დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს. შემთხვევა ზაზაშვილის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button