ტრამპი: ნენსი პელოსის ყურებიდან შხამი გადმოსდიოდა, როდესაც თქვა, რომ მე სამუდამოდ გაიმპიჩმენტებული ვიქნებოდი

ნენსი პელოსის ყურებიდან შხამი გადმოსდიოდა, როდესაც განაცხადა, რომ მე სამუდამოდ გაიმპიჩმენტებული ვიქნებოდი, – ამის შესახებ განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტისთვის ჯერალდო რივერასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ნენსი პელოსი არის ადამიანი, რომელმაც იმპიჩმენტი დაიწყო და წააგო. ის ისტორიაში როგორც ლუზერი შევა. თუ დააკვირდით, როდესაც განაცხადა, რომ სამუდამოდ გაიმპიჩმენტებული ვიქნებოდი, ზიზღი და შხამი გადმოსდიოდა ყურებიდან. ჩემი მეუღლე მეჯდა გვერდით და მითხრა თუ რა საშინელი იყო ეს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იანვარში ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი სამუდამოდ გაიმპიჩმენტებული პრეზიდენტი იქნება, მიუხედავად იმისა, თუ რას მოიმოქმედებს სენატი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button