თურქეთის არმია სირიის სამთავრობო ძალებს ბომბავს

თურქეთის არმია სირიის სამთავრობო ძალებს ბომბავს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო და საარტილერიო იერიშის შედეგად სირიის არმიის 101 სამიზნე ობიექტი, მათ შორის ტანკები და ვერტმფრენი განადგურდა. თურქმა სამხედროებმა სირიის სამთავრობო ჯარების 115 ობიექტზე მიიტანეს იერიში. თურქეთის საარტილერიო და საავიაციო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.

თურქეთის ხელისუფლებამ სირიაში 1000 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა და ხუთი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე შეიყვანა. თურქეთის არმიის სამხედრო ოპერაციამდე, სირიის არმიამ თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტი დაბომბა, რომლის დროსაც ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button