NCDC: ჩინეთიდან წერილების და ამანათების მიღება უსაფრთხოა

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის მიუხედავად, ჩინეთიდან მანათებისა და წერილების მიღება უსაფრთხოა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრმა Facebook-ზე გაავრცელა.

„ჩინეთიდან ამანათების მიმღები პირები არ არიან ახალი კორონავირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ. დღეისათვის არსებული ინფორმაციით, ცნობილია, რომ კორონავირუსი დიდხანს ვერ ძლებს ისეთ ზედაპირზე, როგორიცაა წერილი ან ამანათი“, – წერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ქვეყანაში დაბრუნდნენ. საქართველოში პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე 29 იანვარს ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 89 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 811-ს მიაღწია.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button