ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, კობი ბრაიანტი სულ ცოტა სამ ადამიანთან ერთად მგზავრობდა ვერტმფრენით. დადასტურებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას სულ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.

კობი ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.

 

 

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button