BBC: ახალი კორონავირუსი სიმპტომების გამოვლენამდე ვრცელდება

ახალი კორონავირუსი, რომელიც 2000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, ინკუბაციის პერიოდში, სიმპტომების გამოვლენამდე დაინფიცირდა. ამის გამო ვირუსის ლოკალიზება გართულდა. ამის შესახებ ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ივარაუდება, რომ ვირუსი ცხოველებში წარმოიშვა, თუმცა ჯერ ამის ოფიციალური მტკიცებულება არ არსებობს. ადამიანებში, ინკუბაციის პერიოდი – რომლის დროსაც ადამიანს ვირუსი ჯერ სიმპტომების გარეშე აქვს – ერთიდან 14 დღემდე მერყეობს. სიმპტომების გარეშე პირმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ვირუსი აქვს და მისი გამავრცელებელი იყოს.

ექსპერტების აზრით, კორონავირუსის გავრცელება მეგაპოლის უხანში, ერთ-ერთ ბაზრობაზე დაიწყო, სადაც თევზის გარდა გარეული ცხოველები იყიდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალი ვირუსის გამავრცელებლები ღამურები და გველები არიან.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 56 ადამიანი. 39 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1600-ს გადააჭარბა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ – ტაილანდში, იაპონიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button