მთავარისამართალიუცხოელი ტურისტებისთვის დიდი ოდენობით თანხის იძულებით გადახდის ბრალდებით ღამის კლუბ "შავი ვარდის"...

უცხოელი ტურისტებისთვის დიდი ოდენობით თანხის იძულებით გადახდის ბრალდებით ღამის კლუბ “შავი ვარდის” მენეჯერი დააკავეს

უცხოელი ტურისტებისთვის დიდი ოდენობით თანხის იძულებით გადახდის ბრალდებით ღამის კლუბ “შავი ვარდის” მენეჯერი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად ჩადენილი ძალადობით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

უწყების ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში მდებარე ღამის კლუბ “შავი ვარდის” მენეჯერია, ამავე კლუბში მყოფ უცხოეთის მოქალაქეებს მომსახურებისთვის იძულების მუქარით, დიდი თანხა – 31 000 ლარი გადაახდევინა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, ინდოეთის მოქალაქემ, ს.ს.-მ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ს.ს.-ს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა კლუბში მყოფი უცხოეთის მოქალაქეების სახელზე რეგისტრირებული საბანკო ბარათებიდან თანხის ნაწილი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით მიითვისა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი, 360-ე მუხლის მე-2 და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოპულარული სიახლეები