კორონავირუსის გამომწვევი მიზეზი ცნობილია (ვიდეო)

კადრები, რომელზეც აღბეჭდილია ჩინელი ქალი, რომელიც ერთ-ერთ რესტორანში ღამურას მიირთმევს, სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამავდროულად ქვეყანას ახალი კორონავირუსი უტევს, რომელსაც სწორედ მფრინავ ძუძუმწოვრებს უკავშირებენ.

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ცენტრალური ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, 41 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 1300 აღწევს. ეპიდემიის გამო ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ახალი ვირუსი, რომლის ვაქცინაც ჯერ-ჯერობით არ არსებობს უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების მიზეზი გველები და ღამურები არიან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button