„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საკრებულოში შესვლას ცდილობენ

თბილისის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ადგილზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ოპოზიციის წარმომადგენლები ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად მივიდნენ და საკრებულოს შენობაში შესვლას მოითხოვენ, თუმცა დაცვის სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა. ეს არ მომხდარა სპონტანურად, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. უნდოდათ, რომ გასწორდებოდნენ ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრს ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად. ყველამ უნდა აგოს პასუხი ვინც მონაწილეობდა ამ თავდასხმაში და ამ კრიმინალურ გარჩევაში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

დღესვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკოსებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გიორგი ტყემალაძემ სარევიზიო კომისიის სხდომაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა, მოვუწოდო ორივე მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან, როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისგან. დღეს ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საკრებულოს შენობაში იყოს სიმშვიდე და მიღებული იყოს უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. რაც მოხდა ყველამ ნახა – ფიზიკური დაპირისპირება, ყველამ მოვისმინეთ პირადი შეურაცხყოფა, მინდა ორივეს ვუთხრა, თავი შეიკავეთ დაპირისპირებისგან და სამუშაო რეჟიმში, პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანოთ პროცესები“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დაპირისპირების შემდეგ ინცინდენტზე ასევე ისაუბრა ირაკლი ზარქუამ.

„ჩვენ, როგორც შეგვეძლო მაქსიმალურად ვცემდით პასუხს, ამომწურავად და არგუმენტირებულად, მაგრამ როდესაც პირად შეურაცხყოფაზე გადადიხარ, მიიღებ ასეთს. ადამიანებისგან, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ, პირად შეურაცხყოფას ნამვილად ვერ ავიტან. ასეთი რამ ჩვენი მისამართით არასდროს უთქვამს. რას ჰქვია ფარჩაკი?! ეს დაუძახოს თავის ახლობლებს და პარტიის წევრებს.

ის, რაც მიიღო. ადამიანები, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ და არც გაუკეთებიათ, მათგან პირად შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ ავიტან. ფარჩაკი თავიანთ ახლობლებს და პარტიის წევრებს დაუძახოს“,  – აღნიშნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საკრებულოში დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button