იუსტიციის საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი წარუდგინა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 6 კაციანი სია წარუდგინა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან: თეა ძამისტარაშვილი, გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, გიორგი ტყავაძე, ილონა თოდუა.

მოსამართლეობის კანდიდატებს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმენენ, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კანდიდატთა შერჩევა იმ 50-კაციანი სიიდან მოხდა, საიდანაც 20 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს განსახილველად ზაფხულში წარუდგინა, საიდანაც პაარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 14 გაამწესა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button