საქართველოს ავღანეთში ახალი სამხედრო წარმომადგენელი ჰყავს

დეკემბრის თვიდან ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ახალი უფროსი სამხედრო წარმომადგენელი ჰყავს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე პოლკოვნიკმა მალხაზ მელქაძემ შეცვალა.

მათივე ცნობით, ახალი სამხედრო წარმომადგენელი უკვე ესტუმრა ყველა იმ ბაზას, სადაც „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში ქართული ქვედანაყოფები არიან დისლოცირებული.

„პოლკოვნიკმა მალხაზ მელქაძემ ქართველი სამხედრო მეთაურებისგან პირადად მოისმინა ოპერაციის ზონაში არსებული მდგომარეობა და ქართველ ჯარისკაცებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში უფროსი სამხედრო წარმომადგენლის ფუნქციაა: მხარი დაუჭიროს ქართულ სამშვიდობო ქვედანაყოფებს, აწარმოოს პირადი შემადგენლობის მოთხოვნების მონიტორინგი და მხარდაჭერა, ასევე უზრუნველყოს მაღალი დონის დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება და კოორდინაცია“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყოფილი უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე „მტკიცე მხარდამჭერის“ მისიის შტაბის უფროსის მოადგილემ უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სამშვიდობო მისიის მედლით დააჯილდოვა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button