ჩრდილოეთ კორეელი ლიდერები ტრამპს კატასტროფული შედეგის თავიდან ასაცილებლად დაფიქრებას ურჩევენ

ჩრდილოეთ კორეელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეურაცხმყოფელი განცხადებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მმართველი პარტიის ვიცეპრეზიდენტის რი სუ იონგის თქმით, განცხადებების გაკეთებამდე ტრამპი ორჯერ უნდა დაფიქრდეს, თუ კატასტროფული შედეგის მიღება არ სურს.

Reuters-ი წერს, რომ სხვა ლიდერების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ტრამპთან მიმართებით ხედვებს შეცვლის და ეს წლის ბოლოს საბოლოოდ დადასტურდება, თუ ამერიკის პრეზიდენტი საშიში კომენტარების გაკეთებას განაგრძობს.

ლონდონის ნატოს სამიტზე ვიზიტის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინი „კაცი რაკეტად“ მოიხსენია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button