პუტინი ხანგოშვილზე: არაერთხელ მივმართეთ გერმანელ კოლეგებს ამ ბანდიტისა და მკვლელის ექსტრადირებაზე

„რუსულმა მხარემ არაერთხელ მიმართა გერმანელ კოლეგებს ბანდიტი და მკვლელი ხანგოშვილის ექსტრადირებაზე“ , – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „ნორმანდიული ოთხეულის“ ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, ხანგოშვილი იყო სისხლიანი ადამიანი და 2010 წლის მოსკოვის მეტროს აფეთქების ორგანიზატორი.

„ხანგოშვილი უხეში და სისხლიანი ადამიანი იყო. ერთ-ერთ საბრძოლო მოქმედებაში, რომელშიც ის მონაწილეობდა, მოკლედ 98 ადამიანი. ის იყო 2010 წლის მოსკოვის მეტროში აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი. ვფიქრობ, არაკორექტულია იმ დოპლომატების გაძევება, რომლებსაც ამ საქმესთან საერთო არაფერი აქვთ. რუსულმა მხარემ არაერთხელ მიმართა გერმანელ კოლეგებს ამ ბანდიტისა და მკვლელის ექსტრადირებაზე. სამწუხაროდ, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ“, –  აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, 23 აგვისტოს მოკლეს. გერმანელი სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მკვლელობის უკან დგას რუსული სპეცსამსახური.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button