მთავარიპოლიტიკაარჩილ თალაკვაძე: რუსული პროპაგანდის მოკავშირეებს შორის ჩვენი მწვავე ოპონენტებიც არიან

არჩილ თალაკვაძე: რუსული პროპაგანდის მოკავშირეებს შორის ჩვენი მწვავე ოპონენტებიც არიან

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის საქართველოში რუსული ცენტრების გახსნა მიუღებელია. ამის შესახებ თალაკვაძემ რუსული კულტურის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით თქვა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სანამ რუსული ოკუპაცია არ დასრულდება და რუსი ჯარისკაცები არ დატოვებენ ქვეყნის ტერიტორიას, საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება არანაირი კომპრომისი.

თალაკვაძის თქმით, ზურაბ აბაშიძეს არ უთქვამს, რომ ხელისუფლება “რამე ცენტრის გახსნას” გეგმავს.

“მით უმეტეს იმ პირობებში ვართ, როდესაც ვუპირისპირდებით რუსულ ძალას და პროპაგანდას, რომელსაც სამწუხაროდ გარკვეული მოკავშირეები საქართველოშიც ჰყავს, და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, ჩვენი მწვავე ოპონენტიც არის. ამ პირობებში ჩვენ ხელს არ შევუწყობთ და მიუღებელი იქნება თბილისში ან რეგიონებში რაიმე ისეთი ცენტრების გახსნა, რომელიც მოემსახურება რუსულ ინტერესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

29 ნოემბერს გრიგორი კარასინმა თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე ჟენევაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თავად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ცენტრის გახსნა ორმხრივი შეთანხმების საგანი არ ყოფილა.

პოპულარული სიახლეები