ქარელში 22 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ცოლის ძმა დააკავეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში დის ქმრის მკვლელობისთვის კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს  ადასტურებს და განაცხადეს, რომ ცოლის ძმა გუშინ ღამე დააპატიმრეს.

დაკავებული 1996 წელს არის დაბადებული. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

22 წლის სიძე ცოლის ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე 6 დეკემბერს, სავარაუდოდ ცულით მოკლა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button