როუჰანი: სანქციების გამო ნავთობზე ბიუჯეტის დამოკიდებულება შევამცირეთ

ირანის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებზე დამოკიდებულება შემცირდა, რაც თეირანს ამერიკულ სანქციებთან ბრძოლაში დაეხმარება. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ახალმა ბიუჯეტმა სანქციების გამო არსებულ ზეწოლას გაუძლოს. ამიტომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებზე დამოკიდებულება შემცირდა“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ობიექტები სახელმწიფო კომპანია Aramco-ს ეკუთვნის. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ კი თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა. ირანმა აშშ-ის ბრალდება უარყო. აფეთქებების შედეგად საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა.

ირანის სარაკეტო პროგრამები მისი მეზობელების-სპარსეთის ყურის სუნიტური ქვეყნებისა და ისრაელის შეშფოთებას იწვევს. მას შემდეგ კი, რაც თეირანმა 29 იანვარს საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button